მთავარიპოლიტიკა

ქრისტინე გრიგორიანმა სომხეთის ომბუდსმენის პოსტი დაიკავა

23 თებერვალს არმან თათოიანი ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისის თანამშრომლებს დაემშვიდობა. სომხეთის რესპუბლიკის მეხუთე ომბუდსმენად ქრისტინე გრიგორიანი აირჩიეს, რომელიც თანამდებობას 25 თებერვლიდან იკავებს.

ეროვნულ ასამბლეაში მის კანდიდატურას მხარი 68-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციურმა ფრაქციებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

გრიგორიანი ადამიანის უფლებათა დამცველად 6 წლის ვადით აირჩიეს. ომბუდსმენზე ვრცელდება დეპიტატის ხელშეუხებლობის უფლება და შეუთავსებლობის მოთხოვნები.

ადამიანის უფლებათა დამცველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან თავისუფლების აღკვეთის საკითხს ეროვნული კრება წყვეტს დეპუტატთა საერთო რაოდენობის არანაკლებ სამი მეხუთედის ხმით.

ნახეთ მეტი
Back to top button