
გამომცემლობა „ვერნატუნმა“ სომეხ მკითხველებს წარუდგინა ქართველი თანამედროვე მწერლის არჩილ ქიქოძის რომანი „სამხრეთის სპილო“.
„სამხრეთის სპილო“ ქალაქური რომანია, რომლის მოქმედებები ერთ დღეში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც აღარასოდეს გადაიღებს ფილმს, თავის ბინას მეგობარს ათხოვებს, რომ საყვარელ ქალს შეხვდეს იქ, თვითონ კი, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება ქალაქში დახეტიალობს.
რომანი წარსულის სარკეში ჩახედვისა და ცხოვრების გადაფასების მცდელობაა. მის ფურცლებზე ფილმებივით გადის ბავშვობა, სიყვარული, ვნება, უსიამოვნებები და ტრაგედიები. გმირის მოგონებების ფონზე ვითარდება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც აჩრდილივით თან სდევს მთხრობელს და აკისრებს მას პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც მის გარშემო მოხდა.
რომანის თარგმანი ეკუთვნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ნაწარმოებების უკვე საკმაოდ ცნობილ მთარგმნელს ასია დარბინიანს. მან გააცნო სომეხ საზოგადოებას ისეთი ქართველი ავტორები, როგორებიც არიან ნიკო ლორთქიფანიძე, გურამ რჩეულიშვილი, ბესიკ ხარნაული, ლია სტურუა და სხვები, ქართულად თარგმნა ნარ-დოსი, თანამედროვე პოეზიის ანთოლოგია.
იმედი გვაქვს სომეხ მკითხველებს მოეწონებათ ქართველი ავტორის რომანი, რომელიც მოგვითხრობს მტკიცე მეგობრობაზე, სიყვარულზე, მოგონებებზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, იუმორზე.