მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი რუსეთს ტოტალური ეკონომიკური და ფინანსური ომით დაემუქრა

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაიწყებს ტოტალურ ეკონომიკურ და ფინანსურ ომს რუსეთის წინააღმდეგ, იუწყება „რია ნოვოსტი“.

უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადეს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს რუსეთის ბანკის რეზერვებთან და აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციები. შეზღუდვები ასევე შეეხო დიდ ფინანსურ ინსტიტუტებს.

ზოგიერთ კომპანიას ახლა უჭირს უცხოეთიდან კაპიტალის მოზიდვა.

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

ევროკავშირმა აკრძალა ფრენები კავშირის ქვეყნების ტერიტორიის გავლით, კომპანიები შეწყვეტენ რუსეთში თვითმფრინავების ან მათში გამოყენებული სათადარიგო ნაწილების მიწოდებას.

მოსკოვმა განაცხადა, რომ მზად არის სანქციებისათვის და ბიზნესის მხარდასაჭერად.

ნახეთ მეტი
Back to top button