პოლიტიკა

“იქ მელოდებიან”: სააკაშვილი უკრაინაში გადაყვანას ითხოვს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას უკრაინაში გადაყვანისკენ მოუწოდა, მისი მოქალაქეობის ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებისა და საომარი მოქმედებების გათვალისწინებით. შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე გააკეთა, იუწყება „ნოვოსტი-ჯორჯია“. „ერთხელ კიევმა უკვე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. მე ვარ რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი ოფისი მდებარეობს ზელენსკის ოფისის პირდაპირ. ამ განსაკუთრებით საშიშ პერიოდში იქ მელოდებიან. მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და უნდა ვიყო ჩემს მთავარსარდალთან. გეყოთ გამბედაობა დაუჯეროთ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან, დროზე გაუშვით სააკაშვილი იქ. ეს უკეთესია საქმისთვის და საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button