28 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ეროვნული კრების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებასა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას შორის თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომისიის თანათავმჯდომარეს ჰაკობ არშაკიანს სატელეფონო აუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებასა და სრ ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომისიის თანათავმჯდომარესთან იური ვორობიოვთან.
სრ ეროვნული კრების კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან NEWS.am-ს აცნობეს, რომ ჰაკობ არშაკიანმა და იური ვორობიოვმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, ასევე სრ ერ. კრებასა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას შორის თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტთაშორისო კომისიის მორიგი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე.