მთავარისაზოგადოება

1 მარტიდან საქართველოში შესვლის წესი შეიცვალა

საქართველოში სომხეთის საელჩოს ცნობით, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022წლის  1 მარტიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შესვლის რეგულაციაში ცვლილებები მოხდა.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს კორონავირუსის (COVID-19) ვაქცინაციის სრული კურსი, შეუძლიათ საქართველოში შესვლა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მხოლოდ კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული ცნობის წარდგენით. ( ARMEDD სისტემიდან ატვირთული ) მოცემული ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით დადგენილ დოზებში (ერთჯერადი ვაქცინის შემთხვევაში, სერთიფიკატი, რომ პირი აცრილია არანაკლებ 28 დღის წინ, ერთზე მეტი დოზის შემთხვევაში, სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ  აიცრა სულ მცირე 14 დღის წინ).

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა საქართველოშიც მისაღებია.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ კოროვირუსის (COVID-19) ვაქცინაცია ან არ გაუვლიათ ვაქცინაციის სრული კურსი, შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ მხოლოდ  PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დადასტურების მაქსიმალური,  72 საათის ვადით.

საქართველოში შესვლიდან  72 საათის განმავლობაში მეორე PCR ტესტის გავლის სავალდებულო მოთხოვნა აღარ მოქმედებს.

ნახეთ მეტი
Back to top button