პოლიტიკა

აზერბაიჯანი აგრძელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალადობის პოლიტიკას სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ: აშშ კონგრესმენი

ამერიკელი კონგრესმენი ბრედ შერმანი დარწმუნებულია, რომ ისეთი დანაშაულები, როგორიცაა სუმგაითსა და ბაქოში სომხებზე ძალადობა და ხოცვა-ჟლეტა, არ უნდა დარჩნენ აღიარების გარეშე. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ მან სუმგაითისა და ბაქოს ხოცვა-ჟლეტის წლისთავზე  გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.

შერმანმა გაიხსენა, თუ როგორ 1988 წელს სუმგაიტში, შემდეგ კიროვაბადში (განძაკი) და 1990 წელს ბაქოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების ანტისომხური განწყობების შედეგად, განხორციელდა სომხების ხოცვა-ჟლეტა, დაიხოცა და მძიმედ დაშავდნენ   მშვიდობიანი მოქალაქეები  ქალები.  ათასობით   მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი.

აზერბაიჯანის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს  ათწლეულების მანძილზე სომეხი ხალხის მიმართ გამოვლენილი სიძულვილისათვის, რომელიც გრძელდება დღემდე. „ამ წლისთავზე ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, დავუპირისპირდეთ სომეხთა წინააღმდეგ  სიძულვილს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ არ განმეორდეს ასეთი ისტორია“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button