ამერიკელმა კონგრესმენმა სომეხი სამხედრო ტყვეებისა და ტყვე მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
სუმგაითში და ბაქოში ეთნიკური ნიშნით სომხების ხოცვა-ჟლეტა იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ხანგრძლივი ანტისომხური პროპაგანდის შედეგი, რაც შემდგომ წლებში გახდა სომხების მიმართ მასობრივი ძალადობის საფუძველი. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის ადამ შიფის განცხადებაშია ნათქვამი სუმგაით-ბაქოს ხოცვა-ჟლეტის წლისთავზე.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ცდილობდა პასუხისმგებელი პირების დასჯას, სამაგიეროდ ცდილობდა დაეფარა ხოცვა-ჟლეტა და უარეყო მთავრობის როლი ამ თავდასხმების წაქეზებაში“, – თქვა შიფმა.
მან სინანულით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მოვლენებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ ისტორია განმეორდა, როდესაც აზერბაიჯანულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მიზანში ამოიღეს და გაანადგურეს მთიანი ყარაბაღის უდანაშაულო სომეხი მოსახლეობა.
„აზერბაიჯანის აგრესია სომხეთისა და არცახის ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. სომეხი ჯარისკაცები კვლავაც უკანონოდ არიან დატყვევებულები და ექვემდებარებიან წამებას, ხოლო ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია. სომხური რელიგიური და კულტურული ძეგლები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა და განადგურების საფრთხის წინაშე დგანან.
ეს არის აგრესიის და სიძულვილის წაქეზების შედეგები. მიუხედავად იმისა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ დანაშაულებს ადგილი ჰქონდათ ერთი წლის, ოცდაათი თუ ასი წლის წინ, ჩვენ ისინი უნდა ვაღიაროთ. უფრო მეტიც, სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი გლობალური როლი მსოფლიოში დემოკრატიისა და მშვიდობის დაცვაში. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მოწოდება დარჩენილი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და ტყვედ ჩავარდნილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო და უპირობო გათავისუფლებისაკენ, შევწყვიტოთ აშშ-ს დახმარების გამოყენება ალიევის რეჟიმისთვის და მეტი ძალისხმევით მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას თავისუფალ, დამოუკიდებელ არცახში“, – თქვა შიფმა.