მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანის შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტთან

1 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს პიტერ მაურერს შეხვდა.

შეეხო რა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც აპოლიტიკური, ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობას, საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია არცახში ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაზე.

ამ კონტექსტში, არარატ მირზოიანმა პიტერ მაურერის ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანში მყოფი 38 სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქის რეპატრიაციის აუცილებლობაზე, ასევე იძულებით გაუჩინარებული და დაკარგული პირების გაუჩინარების შემთხვევების გამოვლენაზე.

მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას მთიან ყარაბაღში უწყვეტი წვდომის უზრუნველსაყოფად.

თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button