28 თებერვალს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს მელანი ჟოლის შეხვდა.
სომხეთისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა კონტაქტების მაღალ დონეზე გააქტიურების მნიშვნელობას.
თანამოსაუბრეებმა მნიშვნელობა მიანიჭეს კანადის სპეციალური წარმომადგენლის სტივენ დიონის მისიის განხორციელებას, რომელიც გასული კვირიდან სომხეთში იმყოფება. მათ მოსაზრებები გაცვალეს სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ.