პოლიტიკა

კიევი კარგ სიგნალად მიიჩნევს ჟენევაში უკრაინის საკითხით სომხეთის კენჭისყრას

ოფიციალური კიევი ჟენევაში უკრაინის საკითხით სომხეთის კენჭისყრას კარგ სიგნალად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ასეთი პოზიცია გაგრძელდება.

როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტი იუწყება, უკრაინის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე, რა ნაბიჯებს ელით სომხეთის რესპუბლიკისგან შექმნილ ვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მოკავშირეა, სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დენის ავტონომოვმა განუცხადა – „სომხეთს ამჟამად არ გამოუხატავს თავისი პოზიცია უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების მხრივ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შესახებ, მაგრამ ამავე დროს დადებითად შეაფასა ჟენევაში 28 თებერვლის კენჭისყრაზე სომხეთის პოზიცია.

,,სომხეთი ამჟამად არ გამოხატავს თავის პოზიციას. თუმცა 28 თებერვალს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე იხილებოდა ჟენევაში გასამართი 49-ე სესიის დღის წესრიგში უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ საკითხის შეტანა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით 47 წევრიდან ხმა მისცა  29 ქვეყანამ, 13-მა თავი შეიკავა, მათ შორის სომხეთმა, წინააღმდეგი გამოვიდა რუსეთი, ჩინეთი, ვენესუელა, კუბა და ერითრეა. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთი არ უჭერს მხარს რუსეთის პოზიციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი სიგნალია. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი პოზიცია მაინც გაგრძელდება”, – განაცხადა დენის ავტონომოვმა.

28 თებერვალს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ გადაუდებელი დისკუსიების გამართვის თაობაზე. კენჭისყრაში მონაწილე ქვეყნებიდან 29-მა მხარი დაუჭირა, 13-მა თავი შეიკავა, 5 წინააღმდეგი გამოვიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button