პოლიტიკა

ლავროვი: მესამე მსოფლიო ომი ბირთვული და გამანადგურებელი იქნება

,,Metronome.ge” წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი, თუ მოხდება, იქნება ბირთვული და დამანგრეველი, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Aljazeera- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მესამე მსოფლიო ომი იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი“, – განაცხადა მინისტრმა.

ლავროვმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებზეც, რომელმაც განაცხადა, რომ მკაცრი სანქციების ალტერნატივა, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვს დაუწესა, იქნება მესამე მსოფლიო ომი.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინელ მეომრებთან პირდაპირი დაპირისპირება აშინებდათ და ამიტომ, დისტანციიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე სროლის ტაქტიკაზე გადავიდნენ.

ამასთან, ყირიმში განლაგებული რუსული 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

ნახეთ მეტი
Back to top button