პოლიტიკა

პალონე მოუწოდებს აშშ-ს აღიაროს და დაგმოს აზერბაიჯანის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხებზე მიმდინარე თავდასხმები

სომხეთის საკითხებში კონგრესის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ფრენკ პალონემ მოუწოდა შეერთებულ შტატებს დაგმოს აზერბაიჯანის ხელისუფლების მუდმივი სიძულვილის ენა სომხების მიმართ და დასაჯოს ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ მან სუმგაითის ხოცვა-ჟლეტის 34-ე და ბაქოს ხოცვა-ჟლეტის 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში განაცხადა.

გარდა ამისა თავის სიტყვაში პალონე შეეხო აზერბაიჯანულ-თურქული ძალების მიერ არცახის ბოლო ომში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, თავის მოკვეთისა და წამების შემთხვევებს.

ნახეთ მეტი
Back to top button