პოლიტიკა

„რა გააკეთეთ, როცა თურქეთი შეიჭრა მთიან ყარაბაღში?“ თანკიანმა დასავლეთის შერჩევითი სიმპათიის შესახებ ისაუბრა

როკ-ჯგუფ „System of a Down“-ის სოლისტმა სერჟ თანკიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გაავრცელა, სადაც დასავლეთის ქცევას უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე ეხება. „დაარეგულირებდა თუ არა ისრაელი გერმანიასთან ურთიერთობას, თუ გერმანია არ აღიარებდა ჰოლოკოსტს? ასე დაასახელა თანკიანმა პოსტს.

„სანამ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა, მსოფლიოს სომხებს ახსოვთ აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ არცახის 2020 წლის ომი და აცნობიერებენ დასავლეთის თვალთმაქცურ, შერჩევით სიმპათიას“, – წერს თანკიანი და კითხვას სვამს – რა გააკეთა დასავლეთმა, როდესაც თურქეთი შეიჭრა კვიპროსსა და სირიაში, ლიბიასა და არცახში?

თანკიანმა აღნიშნა, რომ 2020 წელს თურქეთი აზერბაიჯანს შეუერთდა არცახის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის დროს, სადაც სომხები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. ეს დასრულდა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით და სომხების ისტორიული სამშობლოდან დეპორტირებით. ყარაბაღის დიდი ნაწილი აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშაა, ხოლო იქ და სომხეთში მცხოვრები სომხები ბაქოს ნავთობის დიქტატორის მუდმივი თავდასხმის ქვეშ არიან. აზერბაიჯანს სურს ყარაბაღი სომხების გარეშე და წამების, თავების მოკვეთის და მკვლელობის სასტიკი ვიდეოებიდან ირკვევა, რომ ისინი არ შეასრულებენ რეგიონში ყარაბაღის სტატუსის მოგვარების მითითებებს“, – განაცხადა თანკიანმა.

მან ასევე გაიხსენა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდი და აღნიშნა, რომ ერთმანეთის შემცვლელი თურქეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა გენოციდის ფაქტის უარყოფას. ერდოღანის ხელმძღვანელობით თურქეთმა გადადგა ნაბიჯი წინ და სომხებს ახალი გენოციდით დაემუქრა.

თანკიანის თქმით, ბოლო თვეებში სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობები შეიძლება მოტივირებული იყოს დასავლეთის მიერ 2020 წლის არცახის ომის დროს მათი დუმილის გასამართლებლად, ასევე სომხეთის ეტაპობრივად გასაყვანად რუსეთის გავლენის სფეროდან. მუსიკოსმა ასევე ისაუბრა ომის შემდეგ თურქეთთან ურთიერთობის “ნორმალიზების” აუცილებლობაზე და მის მიღებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button