საზოგადოება

სომხეთის მთავრობა მსოფლიოში არმენოლოგიური ცენტრების რაოდენობის გაზრდას გეგმავს

უცხოურ უნივერსიტეტებში, მუზეუმ-ინსტიტუტებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებში, სომხური და არმენოლოგიური საგნების სწავლების პროგრამების, სომხური კულტურის პოპულარიზაცია ხორციელდება 9 ქვეყნის 11 უნივერსიტეტში.

ამის შესახებ “არმენპრესთან” საუბარში განაცხადა სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა.

 მისივე თქმით, სამი მათგანი ახალია: კონტრაქტები 2021-2022 წლებში გაფორმდა. სიაში შედის კაიროს უნივერსიტეტი, ურუგვაის უნივერსიტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. გარდა ამისა, დაფინანსდა ორი კვლევითი პროექტი: არგენტინაში, გერმანიაში, ,,მაშტოცის“ არმენოლოგიის ცენტრში.

„ვცდილობთ გავაფართოვოთ არმენოლოგიური ცენტრები, დავაარსოთ წელიწადში მინიმუმ ორი ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტით, მივაწოდოთ ახალი შინაარსი, რათა არმენოლოგიის სხვადასხვა ცენტრმა დაამყაროს ახალი ურთიერთობა ერთმანეთთან, განახორციელოს ერთობლივი პროგრამები და კვლევები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ არმენოლოგიის კონფერენციის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 11-ვე არმენოლოგიის ცენტრი. ჩვენ ვეცდებით გავიგოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ცენტრების ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, ცენტრებში, სამინისტროს და სომხეთში არსებულ არმენოლოგიის ცენტრებთან.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2022 წელს გეგმავენ სომხური ენის შემსწავლელი უნივერსიტეტების სიის გაფართოებას. ასევე განიხილება სომხეთთან და სომხურ კულტურასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები. დაგეგმილია პროგრამების განხორციელება პოლონეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ირანსა და საქართველოში.

არტურ მარტიროსიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში ანტისომხური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კულტურის გავრცელება, სომხური ენის, სომეხი ხალხის და სომხეთის მიმართ მზარდი ინტერესის გაზრდა. „არმენოლოგიურ ცენტრებს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთის მიმართ ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, რის გამოც ჩვენ მუდმივად ვაფართოვებთ ამ ცენტრებს, რათა სომხეთისადმი ინტერესი მსოფლიოში, როგორც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ხალხის, როგორც სახელმწიფოს მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდოს“, – დაასკვნა მინისტრის მოადგილემ.

არმენოლოგიური საგნების სწავლებისა და სომხური კულტურის პოპულარიზაციის პროგრამები ხორციელდება 9 ქვეყნის 11 უნივერსიტეტში: პრაჰის კარლოვის უნივერსიტეტში (ჩეხეთი), ბუქარესტის უნივერსიტეტში (რუმინეთი), ვენეციის კაფოსკარის და რომის ლა საპისენცას  უნივერსიტეტში (იტალია), ზალცბურგის უნივერსიტეტი (ავსტრია), პოტსდამის ლეფსიუსის სახლ-მუზეუმის ინსტიტუტი, ჰალლეს ,,მესროპ“ არმენოლოგიის  კვლევის ცეტრი (გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა), კაიროს უნივერსიტეტი (ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა), ურუგვაის უნივერსიტეტი (ურუგვაის რესპუბლიკა) და  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (რუსეთის ფედერაცია), არგენტინის კენედის ინსტიტუტი (არგენტინის რესპუბლიკა).

გაიანე გაბოიანი

ნახეთ მეტი
Back to top button