
სომხეთის რესპუბლიკა შეშფოთებულია უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებით.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა სრ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ედუარდ აღაჯანიანმა უპასუხა რა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორია სომხეთის პოზიცია უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ კრიზისი ღრმავდება და დიდი ხნით შეუძლებელია პოზიციის გამოხატვის თავიდან აცილება.
„სომხეთი, ბუნებრივია, ღრმად შეშფოთებულია არსებული სიტუაციით. როდესაც ვგრძნობთ ომის საშინელებათა გავლენას ჩვენს კანზე, ჩვენ ბუნებრივად შეგვიძლია თანაგრძნობა და სიტუაციის შეფასება. ნებისმიერ ომს აქვს ძალიან მტკივნეული შედეგები, სომხეთის რესპუბლიკა, ბუნებრივია, არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების გზით საკითხების მოგვარების მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა შემაშფოთებელია, სომხეთის რესპუბლიკას, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრს, აქვს გარკვეული პოზიცია, გარდა ამისა, შეშფოთებულია ამ პროცესის შედეგებით ჩვენს რეგიონში. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. სომხეთი მზად უნდა იყოს ყველა იმ შედეგისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ განვითარებას”, – განაცხადა აღაჯანიანმა.
საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სომხეთისთვის ყველაზე სასურველი განვითარება საომარი მოქმედებების სასწრაფო შეწყვეტა, დიპლომატიურ გადაწყვეტაზე გადასვლა იქნება.
„მაგრამ ეს ის საკითხებია, რომლებიც სომხეთის კონტროლს მიღმაა; ერთადერთი რაც დაგვრჩენია ამ მომენტისთვის არის ჩვენი რეგიონის რისკების საუკეთესო შეფასება და შესაბამისად წინსვლა“, – დაასკვნა აღაჯანაიანმა.