პოლიტიკა

„აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის სომხების სიძულვილი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტია“ – ადამიანის უფლებათა დამცველი

სომხეთის რესპუბლიკის  უფლებადამცველი ქრისტინე გრიგორიანი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში სომხების სიძულვილი იმ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომელიც საბჭოთა წლებში არსებობდა და ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შემდეგაც გაგრძელდა. მისი თქმით, 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებულ ომს თან ახლდა სიძულვილისა და მტრობის უზარმაზარი პროპაგანდა, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება  ახალისებდა. „არმენპრესის“ ცნობით, ა სეთი მოსაზრება ქრისტინე გრიგორიანმა გამოთქვა საჯარო დებატებზე  სლოგანით „სომხების სიძულვილი აზერბაიჯანში, ეთნიკური წმენდის საფრთხე არცახში“.

„არმენოფობია თავის პრაქტიკულ გამოხატულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებში პოულობს. ის ემუქრება, შეურაცხყოფას აყენებს, გამოთქვამს მტრულ გამონათქვამებს სომეხი ხალხის, სომხეთისა და არცახის მოსახლეობის მიმართ. მისი გამოსვლები ისეთია, რომ აშკარად ფაშიზმის გამოვლინებამდეც კი აღწევს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის არმენოფობია საშინაო და საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტია“, – განაცხადა გრიგორიანმა.

ის საყურადღებოა, რომ 2020 წლის ომის დროს სომეხი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის წამების, თავების ცოცხლად მოკვეთისას, მსხვერპლთა ცხედრების დასახიჩრებასა და სხვა სისასტიკეების დროს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამონათქვამები.

ნახეთ მეტი
Back to top button