პოლიტიკა

ექსპერტი: უკრაინა გვიჩვენებს ტრიპოლარული სამყაროს ფორმირების ფაქტს

უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ტრიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების ფაქტს აჩვენებს და არა ბიპოლარულის. სამყარო, რომელზეც 10 წლის წინ მხოლოდ თეორიულად ლაპარაკობდნენ. ასეთი მოსაზრება გაუზიარა „ არმინფოს“  -საერთაშორისო ექსპერტმა სურენ სარგსიანმა გამოთქვა.

„უკრაინის მოვლენები თითქოს შუალედური ეტაპია ისეთი სამყაროს ჩამოყალიბებაში, რომლის ტვირთიც აშშ-ს, ჩინეთს და ახლა უკვე რუსეთს ეკისრება. გასაგებია, რომ ეს პროცესი მხოლოდ უკრაინით არ დასრულდება, ეს ხანგრძლივი იქნება. ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს პროცესის შედეგები”, – განაცხადა მან.

შექმნილ ვითარებაში, სარგსიანის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გამოვიდა. ბუნებრივი პასუხი უკვე საერთაშორისო სანქციები გახდა.  დიდი ალბათობით გამწვავდება  ცივი ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომლის ყველა სხვა ატრიბუტი, მისი პროგნოზით, ძალიან მალე გამოჩნდება. ამასთან, ექსპერტი საერთოდ არ ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების პოლიტიკა – ცივი ომი, შეიძლება გადაიზარდოს საომარ მოქმედებებში. შეერთებული შტატები კი, ცხადია, საერთოდ არ აპირებს რუსეთთან ბრძოლას უკრაინისთვის.

ექსპერტის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური იქნება. სამხედრო დახმარება იარაღის მიწოდებით იქნება შესაძლებელი. თუმცა, იგივე ამერიკელი სამხედროები  უშუალო მონაწილეობას არ მიიღებენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა  ბაიდენმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ასეთი პოლიტიკა რუსეთზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს, სარგსიანი მაინც მიიჩნევს, რომ მოსკოვში სანქციების დაწესების პერსპექტივები თავიდანვე იყო გათვლილი. უკრაინაში ვითარების პასიურ სტადიაზე დაბრუნების შემდეგ კი რუსეთი, ბუნებრივია, შეეცდება სანქციების შედეგების განეიტრალებას. პირველ რიგში, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან შესაბამისი მუშაობის გზით. რაც, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკის ბუმერანგის ეფექტი ევროკავშირის მიმართ, შეიძლება წარმატებული იყოს.

“დღეს საკმაოდ რთულია ფაქტის დაფიქსირება, თუნდაც მოსკოვის მიზნები უკრაინაში. რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ის,  მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები უკრაინაში დიდხანს გაგრძელდეს.  სანქციების დონეზე დასავლეთი უკვე გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ, სრულიად განსხვავებული საკითხია, იქნება თუ არა ეს სანქციები საკმარისად ეფექტური, რათა მოსკოვმა შეაჩეროს თავისი პროგრამები და ამოცანები უკრაინაში“, – დაასკვნა სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button