მთავარიპოლიტიკა

ვიცე-პრემიერმა ერასხ-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელ სარგებელზე ისაუბრა

ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დარწმუნებულია, რომ ერასხ-ჯულფა-მეღრი -ჰორადიზის რკინიგზის ამოქმედებას დადებითი შედეგები მოჰყვება, ის ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, მჰერ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ირასხ-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის აღდგენა 226-230 მილიონი დოლარი დაჯდება, მშენებლობის ხანგრძლივობა 36 თვემდე გასტანს. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის საგადასახადო შემოსავლებს თუ გადავხედავთ, ისინი წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ განბლოკვის შემთხვევაში სატვირთო ნაკადები მინიმუმ გაორმაგდება, თუნდაც შიდა პოტენციალის ხარჯზე, მინიმუმ 5%-იანი შემოსავალი გვექნება, რაც ცუდი არ არის. ეს  საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ  შემდეგ ეტაპზე. „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივის მომგებიანობის კუთხით ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ დადებით მონაცემებს, ვნახავთ უკეთეს შედეგს“, – განაცხადა გრიგორიანმა  მთავრობის  სხდომაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button