ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებენ, რომ დიპლომატია შეძლებს ქვემეხების გაჩუმებას. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში გაეროში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ამ ღონისძიების დროს არ შეეძლო არ ელაპარაკა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.
„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო რაც უკრაინაში ხდება, ყოველივე ამას აშკარად გლობალური შედეგები მოჰყვება. ვიმედოვნებთ დღეისათვის დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართება, ექნება შედეგი, დიპლომატია შესძლება ქვემეხების გაჩუმებას“, – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.