მთავარიპოლიტიკა

ლავროვი. რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს, მისი იზოლაცია შეუძლებელია

რუსეთი არასოდეს იქნება იზოლირებული, რადგან მას ბევრი მეგობარი ჰყავს. ამის შესახებ ტელეარხ Aljazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლის ნაწყვეტი ოთხშაბათს Twitter-ზე გამოქვეყნდა.

“რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს და მისი იზოლაცია შეუძლებელია”, – ციტირებს არხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, იტყობინება TASS.

ლავროვის თქმით, რუსეთი მზად იყო მისთვის სანქციები დაეწესებინა, მაგრამ გაკვირვებულია, რომ ეს ზომები სპორტსმენებსა და მედიის მუშაკებს შეეხო. „ჩვენ მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდით, რომ ისინი შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელექტუალებს, მსახიობებს, მედიის მუშაკებს.

„დასავლეთის ქვეყნებმა უარი თქვეს რუსეთთან ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირების განხილვაზე“, – განაცხადა მან. დასავლეთმა უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების საკითხში“.

ნახეთ მეტი
Back to top button