მთავარიპოლიტიკა

მეორე ტურში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ვაჰაგნ ხაჩატურიანი აირჩიეს

დღეს სომხეთის ეროვნული ასაბლეის  სპეციალურ სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად პარლამენტის ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ მიერ წარდგენილი  კანდიდატი  ვაჰაგნ ხაჩატურიანი  იქნა არჩეული.  პარლამენტის 107 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 71-მა დეპუტატმა მიიღო, ბათილი ბიულეტენი არ ყოფილა.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად პირველ ტურში არ აირჩიეს, რადგან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. ოპოზიციურმა  ფრაქციებმა „პატივი მაქვს“ და „სომხეთი“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button