მთავარი
მობილური ინდუსტრიის მსოფლიო კონგრესზე (Mobile World Congress) სომხეთი ცალკე პავილიონშია წარმოდგენილი

სრ დელეგაცია, მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილის დავით საჰაკიანის ხელმძღვანელობით, 28 თებერვლიდან 2 მარტამდე ბარსელონაში გამართულ მობილური ინდუსტრიის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს.
სომხეთი კონგრესში ცალკე პავილიონშია წარმოდგენილი. 1 მარტს კონგრესს ეწვია ელჩი სოს ავეტისიანი. მინისტრის მოადგილე დ. საჰაკიანთან ერთად დაათვალიერა სომხური პავილიონი, გაეცნო სომხური სტარტაპ კომპანიების პროგრამებსა და იდეებს, განიხილა ესპანეთის დაინტერესებულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
იმავე დღეს მინისტრის მოადგილე დავით საჰაკიანი და ელჩი სოს ავეტისიანი კატალონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიქტორია ალსინა ბერგესს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივ „სომხურ კომპანიებს“ შორის თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობები.