მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-ევროსაბჭოს 2019-2022 წ.წ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა ჰიბრიდული ფორმატით

2 მარტს გაიმართა სომხეთ-ევროსაბჭოს 2019-2022   წ.წ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა ჰიბრიდული ფორმატით

შეხვედრა გახსნეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვანისიანმა  და ევროპის საბჭოს გენერალური დირექტორის ოფისის დირექტორმა ვერენა ტეილორმა. დებატებს  ესწრებოდნენ სამოქმედო გეგმაში ჩართული სომხეთის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს სამდივნო და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები ევროპის საბჭოს სომხეთის ოფისში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვანისიანმა ისაუბრა მმართველი კომიტეტის წინა  2020 წ. ივლისში ჩატარებული სხდომის შემდგომ პერიოდზე, ილაპარაკა  44-დღიანი ომის შედეგად არცახში შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებზე და საერთაშორისო დახმარების  ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას  არცახში მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრული რეალიზება. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოიხსენია ევროპის საბჭოს, სხვადასხვა ორგანოების მაღალი რანგის ლიდერების განცხადებები, რომლებიც ეხებოდნენ  ჰუმანიტარულ პრობლემებსა და საერთოდ ადამიანის უფლებებს.  განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2021 წლის სექტემბერში მიღებული რეზოლუცია და 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული მემორანდუმი.

სომხურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით.  აზრები გაცვალეს მომდევნო სომხეთ-ევროსაბჭოს 2019-2022   წ.წ. სამოქმედო გეგმაში  შესატანი პროექტების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button