კულტურა

შეერთებულ შტატებში მშენებარე სომხურ-ამერიკული მუზეუმი ექსპონატების შეძენის პროცესშია

აშშ-ის კალიფორნიის  შტატის ქალაქ გლენდელში სომხურ-ამერიკული მუზეუმის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.   აქვე  ორსართულიანი ავტოსადგომიც აშენდება.  სომხურ-ამერიკული მუზეუმის ხელმძღვანელმა პერჭ კარაპეტიანმა “არმენპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად ექსპონატების მოპოვების პროცესიც იწყება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოებია  დაგეგმილი.

„ახლა ექსპონატების საკითხებთან გვაქვს საქმე. უახლოეს დღეებშიდავუკავშირდებით სომხეთის მუზეუმებს, ცალკეულ პიროვნებებს,  ყველა იმ წრეს და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კოლექციები, ექსპონატები და შეუძლიათ დახმარება. მინდა ვთქვა, რომ დიდი გამოხმაურებაა. ძალიან ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც აქვთ ექსპონატები და გამოთქვეს სურვილი  ჩვენ გადმოგვცენ“ – ამბობს პერჭ    კარაპეტიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button