მთავარისაზოგადოება

ერევანში თვითმფრინავი “არ დაუკავებიათ”. სამინისტრო გავრცელებულ ჭორებს უარყოფს

სრ ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერევანში თვითმფრინავის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „არმენპრესმა“ განმარტება სთხოვა სრ რკინიგზის, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ვარდან ჩილინგარიანს.

– ბატონო ჩილინგარიან, პრესაში არის ინფორმაცია, რომ ერევანში “თვითმფრინავი დააკავეს”. რაზეა საუბარი, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია რეალობას?

– არა, ასეთი რამ არ არსებობს. ეს ინფორმაცია თვითმფრინავის დაკავების ან დაპატიმრების შესახებ რეალობას არ შეესაბამება. ასეთი რამ არ ყოფილა.

-ამ შემთხვევაში დააზუსტებთ რაზეა საუბარი?

– საქმე იმაშია, რომ ერევანში თვითმფრინავი დაეშვა, რომლის შემდგომ ფრენას საბუთების პრობლემა აქვს. ეს პრობლემები ახლა ირკვევა. ეს არის მთელი ამბავი.

***

„Sputnik სომხეთი“ «Авиаторщина» Telegram არხზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერევანში ავიაკომპანია S7-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი დააკავეს.

ნახეთ მეტი
Back to top button