საზოგადოება

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 702 თბილისში გამოვლინდა, 193 იმერეთში, 95 კახეთში

,,მთავარი არხი” წერს, რომ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 671 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ამდინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 620 639-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 22.6% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.07%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 193, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 72, გურია – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894, საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 118, აჭარაში – 270, იმერეთში – 626. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში – 308, აჭარაში – 94, იმერეთში – 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245 პირი,  მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 27, იმერეთში – 18. 61 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციში.

ნახეთ მეტი
Back to top button