მთავარიპოლიტიკა

მაკრონი ფაშინიანს 9 მარტს პარიზში იწვევს სომხურ-საფრანგეთის თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად

სომხურ-საფრანგეთის თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 9 მარტს პარიზში მიიწვია. ამის შესახებ “არმენპრეს”-მა შეიტყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მილოცვიდან, რომელიც გამოაქვეყნა სომხეთში საფრანგეთის საელჩომ, სომხურ-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მილოცვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ფრანგ და სომეხ ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობის წყალობით, ორმა ქვეყანამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დაამყარა პერსპექტიული პარტნიორობა ძლიერი, მრავალფეროვანი მომავლისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კონტაქტები კვლავ გაძლიერდება ეკონომიკური თანამშრომლობის საგზაო რუქის მიღების, სომხეთში ეპიდემიურ კრიზისთან ბრძოლაში დასახმარებლად ვაქცინის დოზების მიწოდების, ასევე ბოლო ხანებში სომხეთში ფრანგული ინსტიტუტის შექმნის წყალობით.

ამ დღის აღსანიშნავად და ჩვენი საერთო ამბიციის განსახორციელებლად, ვისურვე 9 მარტს პარიზში შეხვედრის მოწყობა ფრანგულ-სომხური თანამშრომლობის განმახორციელებლების მონაწილეობით. დიალოგის ეს პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მომავლის სტაბილურად წარმართვას, გააერთიანებს საფრანგეთის და სომხეთის მაღალჩინოსნებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, საწარმოებს, ასოციაციებს, ასევე მრავალ ინდივიდს სხვადასხვა სფეროდან. ეს საშუალებას მისცემს ყველას, ვინც ხორცს ასხამს ჩვენს კულტურულ, სამეცნიერო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აყალიბებს გრძელვადიან სტრუქტურულ პროექტებს, რათა ხელი შეუწყოს სომხეთის მდგრად განვითარებას და კეთილდღეობას, თქვენი ქვეყნის ახალგაზრდობაზე განსაკუთრებული აქცენტირებით. მოხარული ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button