მთავარიპოლიტიკა

პუტინმა ხაჩატურიანს სომხეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მილოცვა გაუგზავნა ვაჰაგნ ხაჩატურიანს სომხეთის პრეზიდენტად არჩევის გამო, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა ამ მაღალ თანამდებობაზე ხელს შეუწყობს რუსეთ-სომხეთის სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევრაზიული ინტეგრაციის ორმხრივად მომგებიანი პროცესების ხელშეწყობას ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად“, – ნათქვამია მილოცვაში.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად პარლამენტის ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ მიერ წარდგენილი ვაჰაგნ ხაჩატურიანი აირჩიეს. პარლამენტის 107 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 71-მა დეპუტატმა მიიღო, ბათილი ბიულეტენი არ ყოფილა. ხმები ასე გადანაწილდა: 71 მომხრე, 0-ის წინააღმდეგ.

ოპოზიციურმა ფრაქციებმა „მაქვს პატივი“ და „სომხეთი“ არც საპრეზიდენტო არჩევნების საკითხის განხილვაში, არც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button