რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უკრაინაში მებრძოლ დასავლელ დაქირავებულებს სამხედრო ტყვეების სტატუსი არ ექნებათ
დასავლეთის მიერ კიევის დასახმარებლად გაგზავნილ დაქირავებულ სამხედროებს არ ექნებათ სამხედრო ტყვეების სტატუსი, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა, იუწყება TASS.
„მე მინდა ოფიციალურად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით კიევის ნაციონალისტური რეჟიმის დასახმარებლად დასავლეთის მიერ გაგზავნილი ყველა დაქირავებული მებრძოლი ჯარისკაცი არ არის. მათ არ აქვთ სამხედრო ტყვეების სტატუსი“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცების ყველა თავდასხმა რუსულ ჯარებზე უკრაინაში ხორციელდება დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებით.
კონაშენკოვმა თქვა, რომ უცხოელი დაქირავებულები დაკავების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნებიან მიცემული.