სპორტი

“სამუდამოდ თქვენი ჰენო”. მხითარიანი სომხეთის ეროვნულ გუნდს ტოვებს

სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა გადაწყვიტა შეჯიბრებების დასრულება სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში. ასეთი პოსტი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც გადაწყვეტილება დააანონსა.

„მახსოვს, როდესაც პირველად ჩავიცვი ეროვნული ნაკრების მაისური პანამასთან ამხანაგურ მატჩში და როცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესტონეთთან პირველი გოლი გავიტანე. მინდოდა ჩემი კარიერის ყოველი ნაბიჯის გადალახვა, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო ნაკრებში თამაში, ბოლო 6 წლის განმავლობაში კი კაპიტანობა”, – წერს მხითარიანი.

მისი თქმით, 95 საერთაშორისო თამაშის, შრომისმოყვარეობის, სათამაშო მოედანზე მისი ქვეყნის წარმოდგენის გზაზე უპრეცედენტო აღმავლობისა და ვარდნის შემდეგ, მან გადაწყვიტა საერთაშორისო კარიერის დასრულება სომხეთის ნაკრებში.

მხითარიანის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მან გერმანიასთან ბოლო თამაშის შემდეგ მიიღო.

„ვფიქრობ, ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა. ეროვნულ გუნდს მივეცი ყველაფერი რაც შემეძლო. სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში მთლიანად ჩემს საკლუბო კარიერაზე ვიქნები კონცენტრირებული“, – დასძინა მხითარიანმა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ სომხეთში, სამშობლოში დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა, სამუდამოდ მადლობელი იქნება მათი, ვინც მხარს უჭერდა, წვრთნიდა, თამაშობდა მასთან, ვინც წვლილი შეიტანა მის ზრდაში.

მან სომხეთის ნაკრებს წარმატებები უსურვა.

“სამუდამოდ შენი ჰენო”, – ხელი მოაწერა თავის განცხადებას მხითარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანი ფეხბურთელ ჰამლეტ მხითარიანის შვილია. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საფრანგეთიდან სომხეთში დაბრუნდა, სადაც ფეხბურთელის კარიერა გადაწყვიტა.

ის იყო სომხეთის ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელი, 2015 წლიდან კი კაპიტანი. „სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის“ დაჯილდოებულია პირველი ხარისხის ორდენით.

ნახეთ მეტი
Back to top button