პოლიტიკა

უკრაინისა და საქართველოს ნატოში არ გაწევრიანება სწორი გადაწყვეტილება იყო. გერმანიის კანცლერი

უკრაინისა და  საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარი სწორი იყო, ეს საკითხი დღის წესრიგში არ იდგა და არც დგას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება ,,რია ნოვოსტი“.

„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, იმ დროს ნატოში ამ საკითხზე ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა“, – განაცხადა შოლცმა. კანცლერმა დასძინა, რომ ეს საკითხი  დღის წესრიგში დღესაც არ დგას.

2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე ნატოს ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება შეუერთდნენ ალიანსს, გადადეს რა საკითხის გადაჭრა განუსაზღვრელი ვადით. გასული წლის ივნისში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ორი ქვეყნის უფლებას შეუერთდნენ ალიანსს. მათ ასევე განაცხადეს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ არ უხსენებიათ ამ ქვეყნების ორგანიზაციაში გაწევრიანების ვადები.

2014 წლის დეკემბერში უკრაინამ უარი თქვა ალიანსის გარე სტატუსზე, შემდეგ კი კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართულება. ახლა ამ ქვეყანას აქვს ნატო-ს პარტნიორის სტატუსი გაფართოებული შესაძლებლობებით, მაგრამ ცდილობს სრულ წევრობას.

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ალიანსის აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებას. ეს არის მოსკოვის მიერ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გადაცემული უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტების მთავარი მოთხოვნა. გარდა ამისა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დასავლეთმა უარი უნდა თქვას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამხედრო ბაზების შექმნაზე, მის საზღვრებთან თავდასხმის იარაღის განთავსებაზე და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების უკან დახევაზე 1997 წლის პოზიციაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button