საზოგადოება

„ხელში გვიჭირავს სომხეთის დროშა, რომ შეგვამჩნიონ და მოგვიახლოვდნენ“: უკრაინელ სომხებს პოლონეთში ხვდებიან

უკრაინის ქალაქებში ხარკოვში, ხერსონსა და დედაქალაქ კიევში ვითარება კვლავ დაძაბულია. „რადიოლურ“-ი  ესაუბრა სომხური სათვისტომოს თავმჯდომარეს, სომხეთის საპატიო კონსულს აღმოსავლეთ უკრაინაში ნორიკ  გევორგიანს.  მისი თქმით, კიევში  მოსახლეობას საწვავის პრობლემა აქვს, ქალაქიდან გასვლა სულ უფრო და უფრო რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ევაკუაცია არ ტარდება, უკრაინაში მცხოვრები სომხები ტოვებენ ქვეყანას, ძირითადად გადადიან უკრაინის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებში.

„ხელში გვიჭირავს სომხეთის დროშა, რომ შეგვამჩნიონ და მოგვიახლოვდენ“, – ამბობს პოლონეთში სომხური თემის წარმომადგენელი არტიომ პეტროსიანი.

ვცდილობთ მოვძებნოთ  სომხები ამ ტერიტორიაზე,  გავყვირით “სომეხებო!” საზღვრის გადაკვეთის  შემდეგ პოლონეთის მხარე გვაძლევს ავტობუსებს,  ტრანსპორტირება უფასოა. საჭიროების შემთხვევაში თბილ ტანსაცმელს და ცხელ საჭმელსაც გვაძლევენ”.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლონეთ-უკრაინის საზღვარი 1500-მდე უკრაინელ-სომეხმა გადმოკვეთა. ეს მხოლოდ პოლონეთის სომხური თემის მონაცემებით.

ნახეთ მეტი
Back to top button