პოლიტიკა

პუტინმა უკრაინაში ახლო აღმოსავლეთიდან ბოევიკების ყოფნაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ დასავლეთის პოზიციას “აბსურდის თეატრი” უწოდა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.

პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ ოფიციალური პირები ყველანაირად აფერხებდნენ პროცესს.

რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ უკრაინაში კლავენ ადამიანებს, რომლებიც კიევის საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამენ.  „ჩვენთან ხალხი ქუჩაში გამოდის და თავის აზრს გამოთქვამენ, თუ რა მოსწონთ ან არ მოსწონთ ჩვენს ქმედებებში უკრაინაში. იქ, უკრაინაში კი გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთ ადამიანებს ქუჩაში იჭერენ და კლავენ. ჩვენი სპეცსამსახურები ახლა აგროვებენ ასეთი სახის ინფორმაციას”, – თქვა პუტინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსულ მხარეს აქვს ინფორმაცია რომ უკრაინაში იმყოფებიან ბოევიკები ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან. „ისინი იყენებენ ეგრეთ წოდებულ ჯიჰად-მობილურებს“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button