მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებზე მინისტრს გააცნო 44-დღიანი ომის შემდეგ შექმნილი ვითარება

ბრიტანული მხარის ინიციატივით, სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ახლადდანიშნულ სახელმწიფო მინისტრთან ჯეიმს კლევერლისთან.

არარატ მირზოიანმა მიულოცა  ჯეიმს კლევერლის  სახელმწიფო მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით   და წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო მისიაში. საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს მზადყოფნა გააძლიერონ და გააფართოვონ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა სომხეთში დემოკრატიული რეფორმების პროცესის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს. მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა 44-დღიანი ომის შედეგად შექმნილი ვითარება, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეღწევის ვითარება.

რაც შეეხება გადაუდებელ ჰუმანიტარულ საკითხებს, არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს 38 სომეხი სამხედრო ტყვესა და მშვიდობიანი მოქალაქის მძევლად დაყოვნებას,  ხოლო ასობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის, მათ შორის ათობით იძულებით გაუჩინარებული  ბედი უცნობია.ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button