ეკონომიკა

სომხეთში სატრანზიტო გზების მშენებლობაში ირანული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას

ირანის მრეწველობის, მაღაროებისა და ვაჭრობის მინისტრმა რეზა ფატემი ამინმა სომხეთში მისი ვიზიტი კონსტრუქციულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ერევანი და თეირანი შეთანხმდნენ ერთობლივ საწარმოებზე. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სომხეთში ირანის საელჩო.

„ჩვენ გავაფორმეთ ახალი ხელშეკრულებები სომხეთის ოფიციალურ პირებთან ფარმაცევტული პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთობლივი წარმოების შესახებ. ერთობლივი პროდუქტი სომხეთში დამზადდება და სხვა ქვეყნებში გაიტანება ექსპორტზე“, – განაცხადა რეზა ფატემი ამინმა.

მისი თქმით, მისი ვიზიტი სომხეთში ინვესტიციების გზით ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად.

„ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ირანსა და სომხეთს შორის კავშირების გაღრმავებას ერთობლივი საწარმოების მეშვეობით“, – განაცხადა მინისტრმა ვიზიტის წინ.

როგორც საელჩო აღნიშნავს,   ირანმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს სომხეთთან ქაჯარანი-სისიანის გზის მონაკვეთის მშენებლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button