მთავარიპოლიტიკა

უკრაინაში სომხები აქტიურად არიან ჩართულნი გაჭირვებულთა დასახმარებლად

უკრაინის დედაქალაქ კიევში ვითარება მშვიდია, გარეუბნებში კი დაძაბულია. ამის შესახებ კიევში მცხოვრებმა უკრაინელმა სომეხმა პოლიტოლოგმა მარატ ჰაკობიანმა „არმპრესთან“ საუბარში აღნიშნა. მისი თქმით, ახლა გარეუბნიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

„კიევის გარეუბნიდან  ხდება მოსახლეობის ევაკუაცია დედაქალაქისკენ. ზოგადად,დედა ქალაქში არსებული პირობები საომარი ვითარებისთვის დამახასიათებელია და ზოგ შემთხვევაში უკეთესიც. მინდა გითხრათ, რომ ქალაქში არის ყველა აუცილებელი კომუნიკაცია,  წყალი, დენი, ინტერნეტი. მაღაზიებში არის პროდუქტები. პირველ ხანებში, რა თქმა უნდა, რიგები იყო, მაგრამ დღეს ამ მხრივ დაძაბულობა არ შეიჩნევა! გასათვალსიწინებელია, რომ ბევრმა უკვე დატოვა დედაქალაქი.  რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი ოჯახი ამ ხნის განმავლობაში თავშესაფარში არ წასულა. მაღალსართულიანი სახლების მცხოვრებლებისათვის კარგად აღჭურვილი თავშესაფრებია მოწყობილი,  ხალხმა დაიწყო საომარ ვითარებასთან შეგუება“, – ამბობს მარატ ჰაკობიანი.

მარატ ჰაკობიანმა აღნიშნა, რომ ომის პირველივე დღიდან სომხები, უკრაინის სომეხთა კავშირთან კოორდინაციით, ჩართულნი იყვნენ როგორც ჰუმანიტარული საკითხების ორგანიზებაში, ასევე თავდაცვის პროცესებში. ისინი ეხმარებიან ჯარს, ლტოლვილებს, გაჭირვებულებს. ისინი უზრუნველყოფენ საკვებს, მზა კერძებს, პირველადი მოხმარების ნივთებს.

„ეს კეთდება ყველა ქალაქში, მათ შორის კიევში.  პირველი დღეები პურის პრობლემა იყო, ყველგან არ იშოვებოდა, ახლა კი ყველაფერი კეთდება, რომ ხალხს არაფერი მოაკლდეს. სხვადასხვა ადგილას ჰუმანიტარული ცენტრები გაიხსნა, დახმარება პირველ რიგში შეჭირვებულებს ეწევა. მედიკამენტებთან  დაკავშირებული  პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ისიც  გვარდება“, – დასძინა მარატ ჰაკობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button