საზოგადოება

ხარკოვის თავშესაფრებში ჯერ კიდევ ბევრი სომეხია

უკრაინის სომხებით დასახლებულ ქალაქ ხარკოვში ვითარება კვლავ დაძაბულია. ხარკოვში სომხეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის თანაშემწემ ჰამლეტ ოვანისიანმა „რადიოლურს“ განუცხადა, რომ თავშესაფრებს ამ წუთებში კვლავ ბევრი სომხური ოჯახი აფარებს თავს.

ქალაქში რამდენიმე მაღაზიაა, მაგრამ საკვების მარაგი ამოწურულია. ძნელია, მაგრამ ხალხი მაინც ახერხებს ევაკუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქგარეთ გზატკეცილზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე საცობებია, ამბობს ის.

„ხარკოვს დიდი ზიანი მიადგა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები. ბევრი პრობლემა ამ წუთებში კვლავ გადაუჭრელი რჩება, არის საკვების, მედიკამენტების, წყლის პრობლემა. ზოგიერთი მაღაზია ღიაა დღისით, მაგრამ საქონელი ცოტაა, ხალხს უწევს გრძელ რიგებში ლოდინი. არიან ადამიანები, რომლებიც თავშესაფრებს ვერ ტოვებენ, რომ ისარგებლონ მაღაზიებით“,  – თქვა კონსულის თანაშემწემ.

მისი თქმით, სომხების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა ხარკოვი, მაგრამ ქალაქში კიდევ ბევრია დარჩენილი, რომლებსაც  მრავალი  პრობლემა აქვთ.

ნახეთ მეტი
Back to top button