მთავარიპოლიტიკა

44-დღიან ომში ჩართული დაქირავებული ტერორისტების 250 შემთხვევა დადასტურდა: სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე

დღეს ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა ორი კონვენციის რატიფიცირება, რომელთაგან ერთი მოქმედებს დსთ-ში, მეორე კი ევროპაში. ერთი ეხება ტერორიზმის პრევენციას, მეორე თანამშრომლობას სამუზეუმო საქმიანობის სფეროში. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთთან არ არიან  დაკავშირებული, მაშინ როცა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის კონტექსტში ეს კონვენციები ერთად მოიაზრება.

სომხეთის ეროვნულმა უსაფრთხოების სამსახურმა შეაგროვა რამდენიმე ასეული ფაქტი სომხეთის წინააღმდეგ 44-დღიან ომში აზერბაიჯანის მიერ დაქირავებულთა მონაწილეობის შესახებ, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილემ სამველ ჰაირაპეტიანმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა.

„ჩვენ ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით გავავრცელეთ  და დეპარტამენტის დონეზე მივაწოდეთ ინფორმაცია დსთ-ს ანტიტერორისტულ ცენტრს. მან მიიღო შესაბამისი ზომები, მონაცემები ტერორისტების შესახებ, დაახლოებით 250 თვითიდენტიფიკაციის მონაცემი, შევიდა მათ საინფორმაციო რესურსებში, რათა თავიდან იქნას აცილებული  სამომავლოდ მათი შესვლა სხვადასხვა ქვეყანაში.

44-დღიან ომში დაქირავებული ტერორისტების მონაწილეობის ფაქტებს ჯერჯერობით სამართლებრივი შედეგები არ გააჩნია. თუ რაში შეუწყობს ამ პრობლემას ხელს „ტერორიზმის პრევენციის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის სამატებითი რეზოლუციის რატიფიცირება ეროვნულ კრებაზე ეუს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  კონვენციის დამატებითი პროტოკოლის რატიფიცირებით სრულდება სომხეთის საერთაშორისო კონტრტერორისტულ ოპერაციებში მიერთების  პროცესი.

სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს სომხეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კიდევ ერთი საერთაშორისო შეთანხმება შეიცავს. შეთანხმება „მუზეუმების სფეროში დსთ-ს წევრი ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ“. ეს შეთანხმება  9 სახელმწიფოს მთავრობას შორის გაფორმდა, ოღონდ აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული პირობებით და  სომხეთის სპეციალური მოსაზრებით.

ეს მოხდა 2019 წლის მაისში. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი განმარტავს თუ  რა გააპროტესტეს მხარეებმა.

„ეს ნიშნავს, რომ ეს კანონი სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიმართ არ ვრცელდება და პირიქით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ გამოიყენებს ორივე მხარე, სანამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარდება“.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის მუზეუმ-გამოფენების გაცვლის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები უნდა შეიქმნას, ხელს შეუწყობს სამეცნიერო პროგრამების ორგანიზებას, მუზეუმ-გამოფენების გაცვლის ფარგლებში გაგზავნილი სამუზეუმო ობიექტების შენარჩუნებას, დროულ დაბრუნებას და ხელშეუხებლობას.  დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს უწყობენ შეთანხმების წევრი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების შესახებ ერთობლივი საგამოფენო პროექტების მომზადებას და განხორციელებას, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით.

„ამ ურთიერთობებმა შეიძლება შექმნას გარკვეული ფინანსური ვალდებულებები ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების საჭიროება, მაგრამ ხელშეკრულების რატიფიცირება ან დამტკიცება მიზანშეწონილია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კუთხით“, – ციტირებს ალფრედ ქოჩარიანი.

ამ თანამშრომლობის საფუძველზე, წელს უკვე იგეგმება ფესტივალის მოწყობა გიუმრიში.

შეთანხმებას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს. სომხეთის რესპუბლიკას ჯერ არ მიუღია სამუზეუმო სფეროს მარეგულირებელი კანონი, შესაბამისად, ეს ხელშეკრულება სფეროს გარკვეულ მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button