მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, განაცხადა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა, რომელიც “არმენპრესის” თხოვნით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებას ეხმაურება.

„სომხეთის მთავრობამ მიიღო სტრატეგია სომხეთისთვის და რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გასახსნელად, ბუნებრივია, მზადაა გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, უმაღლეს დონეზე რამდენჯერმე აღინიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი მთავრობის დღის წესრიგში“, – განაცხადა ჰუნანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button