კულტურა

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის სხდომა ერევანში ჩატარდება

2022 წლის 1-3 ივნისს  ერევანში ჩატარდება გაეროს  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის  67-ე სხდომა.  

სომხეთის ტურიზმის კომიტეტის ცნობით, გასულ წელს ათენში გამართული გაეროს განვითარების პროგრამის ევროპის რეგიონული კომისიის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 67-ე სესიის სომხეთში გამართვის შესახებ.

ეს საშუალებას მისცემს ევროპის რეგიონის 40-მდე წევრი ქვეყნის ტურისტული სფეროს  წარმომადგენლებს უშუალოდ ეცნობონ მათ ქვეყნებში ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებას, სამომავლო გეგმებს.

სხდომის ორგანიზება სომხეთში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გაეროს ტმო-სთან თანამშრომლობის გაფართოებას, აქტიურ მონაწილეობას ორგანიზაციის საქმიანობაში უახლოეს წლებში და ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც თავის მხრივ  გააუმჯობესებს  ტურიზმის სფეროში სომხეთის პოზიციას   ევროპაში და გაეროს  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყნებში.

ნახეთ მეტი
Back to top button