დეპუტატები უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში კუხო-ს მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას შეეხნენ

კუხო-ს მექანიზმები მუშაობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავდასხმა ხდება კუხო-ს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატმა ვაჰაგნ ალექსანიანმა ისაუბრა.
„უნდა აღინიშნოს, რომ კუხო-ს მექანიზმები მუშაობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თ ავდასხმა ხდება კუხო-ს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე, მაგალითისთვის, თუ საომარი მოქმედებები გადატანილი იქნება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რაც ამ მომენტში შესაძლებლად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ალექსანიანმა.
ედუარდ აღაჯანიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსგავსი საკითხი არ განიხილება. თუ იქნება კონკრეტული ვითარება, სიტუაციის მიხედვით, დასაბუთების მიხედვით, ვფიქრობ, ეს საკითხი დაექვემდებარება განხილვას“, – განაცხადა მან.