საზოგადოება
როდის შეიძლება დამთავრდეს კორონავირუსის პანდემია?

COVID-19-ის პანდემია 2-3 წელიწადში დასრულდება. ეს აზრი გამოთქვა ინფექციონისტმა ევგენი ტიმაკოვმა (რუსეთი).
TASS-თან საუბარში სპეციალისტმა აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ ეპიდემია დასრულდეს, აუცილებელია ადამიანების უმეტესობას სრული იმუნიტეტი განუვითარდეს კორონავირუსის მიმართ.
„როგორ გავიგოთ, რომ ის (პანდემია) დასრულდა? როდესაც ადამიანები აღარ მოხვდებიან საავადმყოფოში ლეტალური დასასრულით. ეს ორ-სამ წელს გასტანს. ჩამოყალიბდება სრული იმუნიტეტი და იქნება სრული ადაპტაცია ვირუსთან“, – განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსი არც გაქრეს. ბევრი დასავლელი სპეციალისტი თანხმდება, რომ კორონავირუსი შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს, როგორც გრიპის და მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონური დაავადება.