მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 7 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ

7 მარტს  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„7 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სასაზღვრო ზონის დასავლეთ მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევის შედეგად დაიღუპა სომხეთის  შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე სერჟანტი ჰრაჩ  მანასარიანი და დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაჭრილ ჯარისკაცს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა მათი ქვედანაყოფების მოქმედების შედეგად, უნდა აღინიშნოს ამ ბოლო დროს აზერბაიჯანული შენაერთების მზარდი აგრესიის შესახებ.

სომხეთი გმობს რა  შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას, საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ინციდენტები და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რეგულარული დარღვევა კიდევერთხელ  ადასტურებს სასაზღვრო ზონაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების სარკისებურად გაყვანისა და სადამკვირვებლო მისიის განლაგების აუცილებლობას.

“აუცილებლად მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები სათანადოდ შეფასდეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button