საზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აიცრა 936 227 ადამიანი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან, 6 მარტის მდგომარეობით  ჩატარდა 2,059,831 აცრა, საიდანაც 1,095,082 -მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, 936,227-მ კი მეორე დოზა და 26,327 -მა მესამე დოზა. ამის შესახებ განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

გასული კვირის განმავლობაში პირველი დოზით აცრილი ადამიანების რაოდენობა 7558-ით, მეორე დოზით აცრილების რაოდენობა კი 15249-ით გაიზარდა.

სომხეთში აცრები ტარდება “ასტრაზენეკა”, “სპუტნიკ-ვი”, “სინოფარმი”, “მოდერნა” და ფაიზერის ვაქცინებით. 12 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ ნებაყოფლობით მიმართონ ვაქცინაციისთვის.

„ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციებში კვირის ყველა დღეს ტარდება. შაბათ-კვირას მორიგეობა დაწესებულია 10:00-დან 16:00 საათამდე. ჯერ უნდა დარეკოთ სასურველ პოლიკლინიკაში, მიუხედავად თქვენი საცხოვრებელი ადგილისა და დარეგისტრირდეთ აცრაზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ აცრა. ვაქცინაცია უფასოა“, – აცხადებენ სამინისტროში.

ნახეთ მეტი
Back to top button