მთავარიპოლიტიკა

თუ აზერბაიჯანი ახლა დაუპირისპირდება რუსული თამაშის წესებს, მაშინ მას სერიოზული დანაკარგები ექნება. ქერიანი

პოლიტოლოგი გარიკ ქერიანი ფიქრობს, რომ რუსეთის მარცხი უკრაინის ფრონტზე აზერბაიჯანისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს.

აზერბაიჯანს აქვს ერთი შემაკავებელი ფაქტორი – ომამდე რუსეთ-აზერბაიჯანის გაფორმებული შეთანხმება, მაგრამ თუ ამ რთულ დროს აზერბაიჯანი რუსული თამაშის წესებს დაუპირისპირდება, მაშინ შეიძლება სერიოზული დანაკარგები ჰქონდეს რეგიონში.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პროცესების კათედრის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ გარიკ ქერიანის  აზრით, აზერბაიჯანს ავიწყდება, რომ არცახს რუსეთისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ქერიანის თქმით, როგორც აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი და სხვა თურქულენოვანი ქვეყნები რეალურად უკრაინას უჭერენ მხარს, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის შესაძლო მარცხის შემთხვევაში, ამ ქვეყნებმა ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით.

ქერიანის თქმით, ბოლოდროინდელი სასაზღვრო მოვლენები და პროვოკაციები აზერბაიჯანში შესაძლოა უკრაინის მოვლენებთან იყოს დაკავშირებული ან უბრალოდ სასაზღვრო შეტაკებები იყოს, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დაუზუსტებლობისა და არასაკმარისი კონტროლის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს, დაახლოებით 12:40 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დასავლეთ ნაწილში მდებარე სომხურ სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სრ შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი, სრ თავდაცვის სამინისტროს N სამხედრო ნაწილის საკონტრაქტო ჯარისკაცი, სერჟანტი ჰრაჩ არამის ძე მანასარიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაზე გარდაიცვალა.

გარდა ამისა, იმავე დღეს აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა 60 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი არცახის ასკერანის რაიონის სოფელ ხრამორტის მიმართულებით, სამიზნე სოფელ ხრამორთან მდებარე სასაფლაო იყო. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნახეთ მეტი
Back to top button