მთავარიპოლიტიკა

პარიზში ნიკოლ ფაშინიანის და შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარიზში არაფორმალური შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.

მხარეებმა ისაუბრეს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხებზე.

საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ ვითარებას. პრემიერმა წარმოადგინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება არცახში და დაუშვებლად მიიჩნია აზერბაიჯანის მიერ ბოლო დღეებში გაგრძელებული პროვოკაციული ქმედებები.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებზე.

ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

ნახეთ მეტი
Back to top button