საზოგადოება

სომხეთში საცხოვრებლად 100-მდე უკრაინელმა სომეხმა განაცხადი გააკეთა

დიასპორის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა 100-მდე განცხადება მიიღო უკრაინელი სომხებისგან, რომლებმაც გამოთქვეს სომხეთში გადმოსვლის სურვილი.

ამის შესახებ „არმენპრესს“ დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისიდან აცნობეს და დასძინეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, უკრაინელ-სომეხებმა მუდმივი თუ დროებითი ბინადრობის თხოვნით მიმართეს.

 „ეს 100 განაცხადი მივიღეთ იმ უკრაინელი სომხებისგან, რომლებიც წავიდნენ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, ევროკავშირის ქვეყნებში – მოლდოვაში. ამ ქვეყნების სომხურმა თემებმა მათ გარკვეული დახმარება გაუწიეს, მაგრამ რესურსები შეზღუდულია“, – აცხადებენ ოფისში.

ნახეთ მეტი
Back to top button