ეკონომიკა

სომხური IT კომპანიები ერთობლივი პავილიონით წარსდგებიან Vivatech-2022 საერთაშორისო გამოფენაზე

მე-6 ყოველწლიური Vivatech-2022 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2022 წლის 15-დან 18 ივნისამდე. დარგის სომხურ კომპანიებს საშუალება ექნებათ იმოქმედონ “ARMENIA” ერთობლივი პავილიონის ქვეშ, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები და გადაწყვეტილებები ამ პლატფორმაზე. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროდან აცხადებენ, რომ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 14 მარტამდეა.

 VivaTech არის ევროპის უდიდესი საერთაშორისო ტექნოლოგიების გამოფენა-კონფერენცია ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის. გამოფენის თემებია: მაღალი ტექნოლოგიები, ინოვაციები. იგი აერთიანებს სტარტაპებს, მეცნიერებს, მსხვილ კომპანიებს, ინვესტორებს, ოფიციალურ დელეგაციებს მთელი მსოფლიოდან.

ნახეთ მეტი
Back to top button