
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყველაფერს აკეთებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლის დასანგრევად. „აზერბაიჯანის რამდენიმე ომი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სრულად ასახავს ალიევის სიძულვილს“, -მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ დისკუსიის დროს აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა, პიტერ ვან დალენმა.
„სამხედრო ოპერაციები და დაშინება ყოველდღე გრძელდება. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყოველდღიურად ხდება სროლები, დაპატიმრებები და სხვა უთვალავი მტრული ქმედება ალიევის დაკვეთით. ასევე არის მრავალი დაკარგული.
გარდა ამისა, მისი თქმით, ალიევი ანადგურებს მთიანი ყარაბაღის ისტორიულ ქრისტიანულ მემკვიდრეობას. „აზერბაიჯანის რეჟიმის მიერ სისტემატურად და მიზანმიმართულად ნადგურდება სასაფლაოები, ისტორიული შენობები, ძეგლები, ეკლესიები“.
„ეს პარლამენტი ერთიანია მთიანი ყარაბაღის ისტორიული მემკვიდრეობის ამ განადგურების საკითხში. ჩვენი ერთობლივი რეზოლუციის პირველი პუნქტი საკმაოდ ნათელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის პოლიტიკას მთიან ყარაბაღში სომხური მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“, – განაცხადა მან.
„რეზოლუციის მეორე პუნქტი კიდევ უფრო ძლიერია. „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სომხების მიმართ სიძულვილის პოლიტიკა“, – განაცხადა პიტერ ვან დალენმა.